ინფორმაცია სერვისის შესახებ

ლაზეროთერაპია
კლინიკაში დანერგილია როგორც დაბალი ინტენსივობის ლაზეროთერაპია, ასევე ლაზერო-მაგნიტური თერაპია. ლაზერს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. დადგენლია, რომ ლაზერის ენერგიას ძირითადად შთანთქავს ის უჯრედი, რომელიც ენერგიის მკვეთრ დეფიციტს განიცდის. ლაზეროტერაპიის პროცედურა არის აფსოლუტურად უმტკივნულო და უსაფრთხო. ინიშნება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში ჩვილი ასაკიდან. პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთია. პროცედურას ეფექტურად ვიყენებთ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ოტიტები, რინიტი, ადენოიდი, სინუსიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ყბა-სახის ართროზი და .ა.შ. ინიშნება პრე და პოსტოპერაციულ პერიოდში
ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი
ულტრაბგერითი თერაპია ეს არის სხეულის გარკვეულ უბანზე ულტრამაღალი სიხშირის ბგერებით ზემოქმედება, ხოლო ფონოფორეზი -  როდესაც ულტრაბგერის საშუალებით ხდება სამკურნალო პრეპარატის შეყვანა სხეულის კონკრეტულ ადგილას. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, მარეგენირებელი, მასტიმულირებელი, გამაფაშრებელი და ანტიცელულიტური მოქმედება. ფართოდ ვიყენებთ ოტიტების, სინუსიტის, ჰაიმორიტის, ფრონტიტის, რინიტის, ტონზილიტის, ყბის სახსრის ართროზის და ა. შ. დროს.
ამპლიპულს თერაპია
ესაა დაბალი სიხშირის ცვლადი, იმპულსური დენების გამოყენება სამკურნალოდ, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და მასტიმულირებელი მოქმედება. ინიშნება ნევრალგიების და ნევრიტებისს დროს.
ელექტროფორეზი (იონოფორეზი)
ეს არის გალვანური დენის და მისი მეშვეობით შეყვანილი სამკურნალო ნივთიერებების ერთდროული მოქმედება. ვიყენებთ ნევრიტების დროს, ენდონაზალურ ელექტროფორეზს კი ალერგიული რინიტების დროს.
აეროზოლოთერაპია (ინჰალაცია)
ეს არის ცვლადი სინუსოიდური იმპულსური დენის გამოყენება სამკურნალოდ, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ანთებით კერაზე.
დარსონვალი
ეს არის ცვლადი სინუსოიდური იმპულსური დენის გამოყენება სამკურნალოდ, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ანთებით კერაზე.